GE
30 სექტემბერი, 2019 16:23

სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომი

სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომი და მისი უმძიმესი შედეგი – სოხუმის დაცემა. ნახეს ომის ამსახველი კადრები, ცალკეული მოსწავლეების საშუალებით გაეცნენ დღევანდელი აფხაზეთის ვიდეო და ფოტომასალას. შეადარეს ადრინდელს.

მერვე კლასში ქართულის გაკვეთილზე კი, მოსწავლეებმა წარმოადგინეს “ბამბაზიის სამოთხის” ინსცენირება, იმსჯელეს და შეაფასეს მოვლენები.

დასკვნა ერთსულოვანი იყო: “ჩვენ დავბრუნდებით! აფხაზეთი საქართველოა!”

Aris.ge - განათლება განათლება