2 მაისი, 2018 17:10
სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა
სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” ქართული ენის კვირეულში ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში: I-VI კლასებში – “ლამაზია ჩვენი ანბანი”. საუკეთესო ნაშრომები სიგელებით დაჯილდოვდა.
სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა კი გააკეთეს პროექტები “ქართული ანბანის განვითარების საფეხურები”; წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიციები: “ქართული მარტო ენაა”?!; “საქართველოს მსგავსი არ მინახავს ქვეყნად მხარე”; “მარიტა”; “ქართული ანბანი ცის ცვარში განბანილი ვარდების ტევრია”.
კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ვიქტორინა “ვინ უკეთ იცის ვეფხისტყაოსანი”. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა.
კვირეულის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და წარმართვისათვის დირექციამ მადლობა გამოუცხადა ქართული ენისა და მუსიკის პედაგოგებს.