31 ოქტომბერი, 2019 13:36
სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ვიქტორინა “შემოდგომის ფერები” ჩატარდა
სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” სასკოლო ღონისძიებების ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარდა ვიქტორინა “შემოდგომის ფერები”.
ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა. პატარები დიდი ინტერესითა და ხალისით პასუხობდნენ კითხვებს, გამოცანებსა და რითმოცანებს. ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობებით შეძლეს თავიანთი ცოდნის გამომჟღავნება. მოსმენის, გამოცნობისა და საკომუნიკაციო უნარების გამოვლენა.
დასასრულს წარმოადგინეს შემოდგომის თემაზე შექმნილი ნახატები. “ლამპარელმა” პატარებმა მხიარულად, ინტელექტუალურად და ემოციურად გააცილეს შემოდგომა.
-
რატომ სკოლა-ლიცეუმი „ლამპარის“? – ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს by სკოლა-ლიცეუმი ,,ლამპარი"
-
სკოლა-ლიცეუმი „ლამპარის“ დირექცია პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის by სკოლა-ლიცეუმი ,,ლამპარი"
-
სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ ბავშვთა დღეს, ნინოობასა და ზაფხულის პირველ დღეს გილოცავთ by სკოლა-ლიცეუმი ,,ლამპარი"