სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
“სკოლა-ლიცეუმ ლამპარში” 8 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში: “ხომ ლამაზია ჩვენი ანბანი!”(I-IV კლ.) გააფორმეს კედლის გაზეთები(III-XI), სადაც მოეფერნენ და ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, დიდი რუდუნებით შეასრულეს ნახატი მსოფლიო ისტორიის უნიკალური მოვლენის – დედა ენისადმი მიძღვნილი ძეგლისა, ნახეს ფილმი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სკოლის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარი მზაღო ალბუთაშვილი ესაუბრა ი.გოგებაშვილზე და “დედა ენის” შექმნის ისტორიაზე, წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: ” ო, ენავ ჩემო”(I-IIIკლ.);
უფროსკლასელებმა (X-XI-XIIკლ) (პედაგოგი ნ. გიორგაძე) ჩაატარეს სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია “ქართული ენის განვითარების საფეხურები”(ს. ასაბაშვილი), “უძველესი ქართული ხელნაწერები” (ნ. ცქიტიშვილი); ვიქტორინა: “ვინ უკეთ იცის ქართული”. მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს, რა ზიანს აყენებს ბარბარიზმები ენის სიწმინდეს და მიზნად დაისახეს, წერონ ქართულად და დადგნენ ქართული ენის სიწმინდის სადარაჯოზე.
15 აპრილს ქართული ენის კვირეული სიყვარულით დახურეს.