GE
1 ივნისი, 2018 11:12

სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” საქართველოს დამოუკიდებლობი დღისა და პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა

სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობი დღისა და პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულში მონაწილეობდნენ სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები.

კვირეული ემსახურებოდა მოსწავლეებში ამ თარიღის ირგვლივ ფაქტების ცოდნას, მოვლენათა ანალიზის უნარს, ორი 9 აპრილის მნიშვნელობასა და სხვა.

კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა ვიქტორინა, პრეზენტაცია, დისკუსია, კონფერენცია. მოსწავლეებმა გამოავლინეს ფაქტების ღრმა ცოდნა და მოვლენათა ანალიზის უნარი.

კვირეული დასრულდა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით “თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ “შინდისის გმირებს”, გაიხსენეს აფხაზეთში დაღუპული მებრძოლები.

მოსწავლეებს კარგად ესმით თავისუფლების მნიშვნელობა და მზად არიან მის დასაცავად.

Aris.ge - განათლება განათლება