GE
9 იანვარი, 2019 17:32

სკოლა-ლიცეუმი “ცოდნა” აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისთვის

სკოლა-ლიცეუმი “ცოდნა” აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისთვის. სკოლაში სწავლის მსურველებმა უნდა შეავსონ ბმულზე მოცემული კითხვარი.

სკოლა-ლიცეუმი “ცოდნაში” I კლასიდან გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა და მათემატიკა. საგნობრივი სწავლების პარალელურად ისწავლება: ზოგადი უნარები, ჭადრაკი, სამეჯლისო და ქართული ცეკვა.

ასევე სკოლაში გახსნილია სხვადასხვა სახის წრე: ფეხბურთი, ტანვარჯიში, ცურვა.
სკოლას ემსახურება მიკროავტობუსები.

ფუნქციონირებს მოსამზადებელი ჯგუფი XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე 5 წლის ბავშვებისთვის I კლასში შესასვლელად. მოსწავლეები სკოლა-ლიცეუმში იმყოფებიან დილის 8:30 საათიდან 18-საათამდე ორჯერადი კვებითა და გაკვეთილების მომზადებით.

სკოლის სხვა ამბები

სკოლა-ლიცეუმი ცოდნა