სკოლა-ლიცეუმი „ლამპარის“ მილოცვა მეთორმეტე კლასელებს
სკოლა-ლიცეუმ „ლამპარის“ დირექტორმა, თამარ მანძულაშვილმა სკოლის დამამთავარებელი კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და მათ წარმატება უსურვა.
“მეთორმეტე კლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრების უჩვეულო “ბოლო ზარს”! წარმატებას, გონიერებას, ლამაზ და შინაარსიან ცხოვრებას, ბედნიერ მომავალს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! იყავით ქვეყნის საიმედო და საამაყო შვილები! უფლის დალოცვილი გზით გევლოთ!
არც ზარის წკრიალი, არც ჟივილ-ხივილი… თქვენ ის თაობა ხართ ყველაზე მეტად, რომ დაგაკლდათ ბოლო ზარის განცდა… თქვენი ყმაწვილობის გასაყარზე დღევანდელი დღე პირთამდე სავსეა თქვენი ხვალინდელი დღით, სამოქმედო გეგმებით და რწმენით, რომ ის რაც არის დღეს გაისად ბევრად უკეთესი იქნება თქვენი ძალისხმევით! საქართველოს საიმედო ყლორტნო, სამამულე რქანო, იხარეთ, იმრავლეთ, იღვაწეთ! გამარჯვებით და წარმატებით გვახარეთ! მუდამ გახსოვდეთ, რომ არსებობს თბილი ოჯახი სახელად “ლ ა მ პ ა რ ი” სადაც მუდამ გელოდებიან და სიყვარულით გეგებებიან!”, – ვკითხულობთ სკოლის გვერდზე.