სკოლა-ლივეუმ “ლამპარს” გიორგი უშიკიშვილი სტუმრობდა
სკოლა-ლიცეუმ “ლამპარში” 5 აპრილს 12 საათზე პროექტი ქართული ფოლკლორი დაგვირგვინდა კონცერტით, რომელიც სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. მოწვეული იყო ბიჭების ანსამბლი “ლაშარელა” და გოგონების ანსამბლი “ამარტა” გიორგი უშიკიშვილის ხელმძღცანელობით.
კონცერტი გახსნა გიორგი უშიკიშვილმა, იგი სიტყვით გამოვიდა დარბაზში მყოფ მოსწავლეების და მასწავლებლების წინაშე, ისაუბრა ქართული ფოლკლორის ისტორიაზე, შემდეგ საცეკვაო ნომერი სკოლის საცეკვაო ანსამბლმა “ლამპარმა” შეასრულა.
ცეკვის შემდეგ მუსიკის მასწავლებელმა თამარ ცხვიტარიამ ისაუბრა ქართული ეროვნული ფოლკლორის და მუსიკალური საკრავების განვითარებაზე, ისტორიაზე, მათ ტიპებზე, სხვაობასა და მსგავსებაზე, კონცერტი განაგრძო ბიჭების ანსამბლმა “ლაშარელამ” და დააგვირგვინა გოგონების ანსამბლმა “ამარტამ”. დანახულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სკოლის მოსწავლეებზე, მათგან ორ მოსწავლეს ამ ანსამბლებში ყოფნის გამოცდილება უკვე მიღებული ჰქონდა, დანარჩენნა ბავშვებმა კი ანსამბლში გაწევრიანების შესახებ დიდი სურვილი გამოთქვა.