12 ოქტომბერი, 2021 23:09
სკოლა “ლომისი 1” – გლდანის განვითარების ახალგაზრდული ხედვა
8 ოქტომბერს, სკოლა “ლომისი 1”-ში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა “გლდანის განვითარების ახალგაზრდულ ხედვასთან” დაკავშირებით.
შეხვედრაზე სკოლა “ლომისის” VIII, X და XI კლასის მოსწავლეები გადანაწილდნენ სამუშაო ჯგუფებში, თავიანთი ახალგაზრდული ხედვის დასაფიქსირებლად გლდანის თემის განვითარებაზე.
სკოლა “ლომისის” მოსწავლეთა თვითმმართველობამ მოსწავლეებს გააცნო პროექტის შემუშავების გეგმა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა გლდანის თემისა და სამოქალაქო საზოგადოების პრობლემები.
სამუშაო ჯგუფები მუშაობენ გლდანის თემის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე.
სკოლა “ლომისი 1”-ის მოსწავლეთა თვითმმართველობა ზრუნავს მოქაალაქიობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებასა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე