27 დეკემბერი, 2017 14:44
სკოლა “ლომისი 1”-ის დირექტორს განათლების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დიპლომი გადაეცა
22 დეკემბერს გაიმართა საქართველოს წარმატებული ადამიანების “პერსონა 2017”-ის დაჯილდოება. 50 რჩეულს შორის წარდგენილი იყო სკოლა “ლომისი 1”-ის დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ბარძიმაშვილი. მას განათლების განვითარებაში შეტანილი 26-წლიანი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა დიპლომი.
სკოლის თანამშრომლები ულოცავენ მას ამ საპატიო წოდებას და უსურვებენ შემდგომ წარმატებებსა და სიკეთეს.