GE
8 ოქტომბერი, 2021 22:06

სკოლა “ლომისი 1-ის” მოსწავლეთა საინფორმაციო შეხვედრა მოხალისეობის შესახებ 12 ოქტომბერს ჩატარდება

სკოლა “ლომისი 1-ის” მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე ტარდება საინფორმაციო შეხვედრა მოხალისეობის შესახებ ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)-თან თანამშრომლობით.

შეხვედრას გაუძღვება: ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand)-ის აღმასრულებელი დირექტორი – თინათინ მესხი.

შეხვედრაზე განიხილება საკითხები, როგორიცაა:
▪️ მოხალისეეობის რაობა
▪️ ვინ არის მოხალისე?
▪️ რა ასაკის შეიძლება იყოს მოხალისე?
▪️ რა უფლებები აქვს მოხალისეს?
▪️ რატომ არის მოხალისეობა საჭირო და მრავალფეროვანი?
▪️ მოხალისეობრივი სტერეოტიპები და სხვა მოხალსეობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრა ჩატარდება სასკოლო სივრცეში, სკოლა “ლომისის” მოსწავლეებისათვის.
სკოლა “ლომისი 1”-ის მოსწავლეთა თვითმმართველობა

გისურვებთ წარმატებას!

EDU.ARIS.GE - სკოლები