GE
9 დეკემბერი, 2020 17:10

სკოლა „ლომისი 1-მა“ საკუთარი მოსწავლის გადასარჩენად არა ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა – სკოლის თხოვნა საზოგადოებას

სკოლა „ლომისი 1“ მე–4 კლასის მოსწავლის, დიმა ეზეკიანის გადასარჩენად გაერთიანდა. მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სკოლამ არა ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. სკოლა საზოგადობას გულისხმიერებისა და დახმარებისკენ მოუწოდებს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ სემესტრში აღმოჩნდა ჩვენი მე–4 კლასის მოსწავლის, დიმა ეზეკიანის პრობლემა, რომლის დასახმარებლადაც მთელი სკოლა გაერთიანდა, დაიგეგმა საქველმოქმედო ღონისძიებები.

მეგობრებმა დიმას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ვიდეო–მოკითხვა გაუგზავნეს, რომელიც მას გაახარებს და გაამხნევებს. ჩვენ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს, მთელ სასკოლო საზოგადოებას ვუხდით მადლობას გულისხმიერებისთვის, ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვართ ერთმანეთის გვერდით დგომით გავიმარჯვებთ”, – განგვიცხადა სკოლის დირექტორმა.

დიმას მდგომარეობა დღემდე არასახარბიელოა. ექიმები დიაგნოზს ვერ უდგენენ. აქამდე ჩატარებული მკურნალობაც უშედეგო აღმოჩნდა და ექიმები ოჯახს ურჩევენ სასწრაფოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ექიმები თვლიან, რომ ძვლის ტვინის გადანერგვას საჭიროებს. (მინიმუმ საჭიროა 120000 დოლარი) ოჯახი ყველაფერს აკეთებს რომ დიმა თურქეთში გადაიყვანონ.

“დაავადება ასეთია: ტრომბოციტები საერთოდ დაუვარდა. მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები აქვს და სისხლდენა არ უჩერდება ცხვირიდან. ექიმები რა დაავადებებსაც ვარაუდობდნენ არც ერთი არ აღმოჩნდა. ვერ უდგენენ დიაგნოზს და ვერც აჩერებენ პროცესს. არ იციან რა გზას დაადგნენ. ატარებენ ექსპერიმენტებს.

ჩვენი თხოვნაა: ვისაც შეუძლია სისხლის მიცემა ბავშვისთვის, დავეხმაროთ. ჯგუფს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, სტაციონარში ხდება მისი გადასვლა. მსურველები დაუკავშირდით დიმას მამას
ნომერზე – 577004548. წაგიყვანთ საავადმყოფოში და მოგიყვანთ ისევ.

შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ დიმას.

ვისაც შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა: ილონას (დიმას დედის) ანგარიშის ნომერია:
GE38BG0000000273272600″ საქართველოს ბანკი”პ/ნ 01001003415 მიმღები ილონა იაკოვლევა”, – ვკითხულობთ სკოლის ოფიციალურ გვერდზე.

Aris.ge - განათლება განათლება