GE
28 ოქტომბერი, 2020 14:05

სკოლა „ლომისი 1-ში“ დღეს მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება

28 სექტემბერს საერო სკოლა “ლომისი1-ში” ჩატარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები.

“დღეს 4 საათზე პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამების მოსასმენად პლატფორმა Zoom-ში ვიწვევთ ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს (ლინკი დაიდება ჯგუფებში).

წარმოგიდგენთ პრეზიდენტობის კანდიდატებს:

  • N1 თაკო წურწუმია – Xბ კლასი
  • N2 დაჩი ბორცვაძე – Xა კლასი
  • N3 თეიმურაზ ხოჯაშვილი – Xბ კლასი

პროგრამების პრეზენტაციის შემდეგ გამოგეგზავნებათ ლინკი, სადაც შეძლებთ ხმის მიცემას.

არჩევნების გამჭირვალედ და ობიექტურად ჩატარებასა და შედეგების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს საარჩევნო კომისია: მარი სადრაძე (პედაგოგი), ლიზი ჭურჭელაური (პედაგოგი), ნოდარ თოთაძე (პედაგოგი) და გიორგი ალავიძე (XI კლასის მოსწავლე. სამივე კანდიდატს ვუსურვებთ წარმატებებს”, – ვკითხულობთ სკოლის განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება