GE
21 დეკემბერი, 2017 14:36

სკოლა “ლომისი 1”-ში ქართული ენის, ხელოვნებისა და ისტ-ის პედაგოგებმა ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს

ხელოვნება და ლიტერატურა ტექნიკური ისახლეების გამოყენებით წინ მიიწევს. ამიტომ მომავლი თაობა მეცნიერების დარგების ინტეგრირებისთვის ემზადება. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ სირთულეების დაძლევაში დაეხმარება.

სკოლა “ლომისი 1”-ის მე–5 კლასელებმა, რევაზ ინანიშვილის საახალწლო მოთხრობის „ ყინულის პაპის საჩუქარის“ მიხედვით, ეპიზოდები დახატეს, სამი ნახატის შერჩევის შემდეგ 21 დეკემბერს ჯგუფებმა ეპიზოდები ინტეგრირებულ გაკვეთილზე ტექნიკურად შესარულეს და ნამუშევრები წარმოადგინეს.

სკოლა „ლომისი 1“-ის პედაგოგები: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარი გოგალაძე და ლიკა წილოსანი, ხელოვნების პედაგოგი მანანა ამბროლაძე და ისტ–ის პედაგოგი ნინო ბაბუხადია მოსწავლეებს დაეხმარნენ დარგებს შორის კავშირის დანახვასა და ცოდნის მიზნობრივად გამოყენებაში.

Aris.ge - განათლება განათლება