GE
12 მარტი, 2020 10:21

სკოლა „ლომისი 1“ თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს

სკოლა „ლომისი 1“ თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია დისტანციური სწავლების მეთოდზე და ამ მეთოდის გამოყენების გზებზე. ჩვენ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო ლომისელებო, სკოლის გვერდზე თქვენ ნახავთ მრავალ თანამედროვე და სახალისო თვალსაჩინო მასალას, რაც წარმოდგენას შეგიქმნით დისტანციური სწავლების შესახებ.

ელექტრონული დავალებები, რომელსაც შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლებისგან მიიღებენ, დაეხმარება მათ განიმტკიცონ ცოდნა და დამოუკდებლად შეამოწმონ საკუთარი თავი. დამხმარე მასალა ჯერ არ არის სავალდებულო. ის მხოლოდ განმარტებისთვის ავტვირთეთ, პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც სამაგალითოდ შეუძლიათ გამოიყენონ.

წლების განმავლობაში პედაგოგები ამზადებდნენ ამ ელექტრონულ სავარჯიშოებს, მასში ჩვენი სკოლის პედაგოგებიც არიან ჩართული და ავტორებს შორის მათ ტესტებსაც ნახვთ. ვფიქრობთ, ეს მასალა ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს და აღარ გაჩნდება კითხვები, როგორ ვისწავლოთ მუსიკა, ხელოვნება, ქიმია ინსტრუმენტის, დახატვის და ლაბორატორიის გარეშე.

თეორიული მასალა აქვს ყველა საგანს და ეს დავლებები სწორედ თეორიის, ფაქტობრივი ცოდნის განმტკიცებას ემსახურება. აქვე მოწმდება გაგება, რა გაიგო მოსწავლემ.

რაც შეეხება გამოყენებას და პრაქტიკას, მას დავუბრუნდებით დროებითი არდადეგების შემდეგ. გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნიულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება