GE
27 ნოემბერი, 2017 11:49

სკოლა „ლომისი 1“–ის მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ თეორიული ცოდნა პრაქტიკული სამუშაობით გაამყარონ

“მე მოვისმინე და დამავიწყდა. მე დავინახე და დავიმახსოვრე. მე გავაკეთე და გავიგე.”

ქართული სიბრძნე და ანდაზაც იგივეს ამბობს: „ბევრჯერ მოსმენილს ერთხელ ნანახი სჯობიაო.“
ცხადია სრულყოფილი ცოდნის მისაღებად მხოლოდ მოსმენა და სახელმძღვანელოს დასწავლა არ არის საკმარისი. სკოლა „ლომისი 1–ის“ მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ თეორიული ცოდნა პრაქტიკული სამუშაობით, ცდებით, შემეცნებითი ღონისძიებებით გაამყარონ.

თეა ქვრივიშვილის, მანანა ამბროლაძის, ნინო თოდუას, თეა გვარჯალაძის, მარი სადრაძის გაკვეთილები ნოემბრის თვეში კრეატიული იდეებით და საინტერესო პრაქტიკული სამუშაობით იყო დატვირთული. მოსწვლეებს განსკუთრებით ახალისებთ საკუთარი ხელით კეთება და ბუნების მოვლენებზე დაკვირვება. თუ როგორი შთამბეჭდავი იყო ნოემბრის თვის გაკვეთილები, ამას ფოტო მასალა და მოსწავლეთა ემოციური სახეები ადასტურებს.

Aris.ge - განათლება განათლება