GE
20 ნოემბერი, 2017 14:27

სკოლა „ლომისი 1“–ში განხორციელდა პროექტი: „წმ. ფილიმონ მგალობელი, ერისთვის თავდადებული“

სკოლა „ლომისი 1–ში“, 4ა კლასში ჩატარდა პროექტი სახელწოდებით: „წმ. ფილიმონ მგალობელი, ერისთვის თავდადებული“ (ფილიმონ ქორიძე).

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისვის ქართული სიმღერის მოამაგის გაცნობა. ამისათვის მათ მოიძიეს მასალა და ფოტოები, ნახეს დოკუმენტური ფილმი. შემდეგ პრეზენტაციების საშუალებით ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები.

“ქართული მუსიკის ისტორია სამშობლოს ისტორიის ნაწილია. მსოფლიოს მრავალმა სპეციალისტმა აღიარა, რომ ქართული სიმღერა და საგალობელი უნიკალურია. სასურველია მოსწავლეებმა იცოდნენ, დღემდე რა გზა გაიარა ქართულმა სიმღერამ და საგალობელმა. პედაგოგ ნინო თოდუას ამ პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ გაკვეთილი ინფორმაციის სიუხვით გამოირჩეოდა”, – გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში.

Aris.ge - განათლება განათლება