GE
18 ნოემბერი, 2019 15:01

სკოლა “ლომისი” შეუერთდა კამპანიას “მე ვირჩევ თანასწორობას!”

სკოლა “ლომისი” შეუერთდა კამპანიას “მე ვირჩევ თანასწორობას!”. სკოლაში უკვე 21 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა ბულინგის საწინააღმდეგო აქტივობების ჩატარება, ყველა კლასი პლაკატებით და ნახატებით გამოეხმაურა აღნიშნულ თემას.

მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, პედაგოგებმა ნ. ანდღულაძემ და ნ. თოთაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადამიანის უფლებებს და კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობის საკითხებს.

სალექციო პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა საგნის პედაგოგები და დამრიგებლები. ხოლო 11 ნოემბრიდან სკოლა” ლომისი” ერთი კვირით გამოცხადდა ე.წ. პლანეტა “თანასწორობად”, სადაც მოსწავლეებმა მისალმების წესიც შეცვალეს და თემიდას სასწორის სიმბოლური გამოსახულებით ერთმანეთს შეახსენებდნენ თანაბარი უფლებების, კანონის უზენაესობის შესახებ. თ. ხოჯაშვილმა (9ბ კლასი) დამოუკიდებლად შეადგინა მოქალაქის ლექსიკონი, სადაც მთავარი ღირებულებები და პრინციპები ჩამოაყალიბა.

სახალისო აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინფორმირებულობის ზრდას, აღნიშნული საკითხებისადმი ინტერესის გაღვივებას. სკოლის დერეფანში რამდენიმე კვირა იყო გამოფენილი თემასთან დაკავშირებული მასალა და ინფორმაციები, ლოზუნგები: “კანონი ყველა განზომილებაში წესრიგია!”, “ჩვენ თანასწორი ვართ!” “არა ძლადობას!”.

Aris.ge - განათლება განათლება