21 იანვარი, 2020 11:39
სკოლა „ლომისის“ ჩრდილების თეატრმა სპექტაკლი „ახალი წელი“ რუსულ ენაზე წარმოადგინა
20 იანვარს სკოლა “ლომისის” ჩრდილების თეატრმა სპექტაკლი “ახალი წელი” რუსულ ენაზე წარმოადგინა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები. სცენარი ეკუთვნის რუსულის მასწავლებლებს: ილონა იაკოვლევას და ნანა მჭედლიძეს, სადადგმო ნაწილი კი სამხატვრო ხელმძღვანელს მანანა ამბროლაძეს.
სპექტაკლს წინ უძღოდა პირველი კლასის მოსწავლე ტასო მორჩაძის ლამაზი სიმღერა და მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეების: ივანიძე ნიკოლოზის და ტომარაძე ელენეს ლექსები.