GE
6 აპრილი, 2020 13:37

სკოლა „ლომისის“ დირექტორი: ყველა საგანში, სადაც საჭიროება მოითხოვს დაინიშნება დამატებით უფასო საგნობრივი წრეები

სკოლა „ლომისში“ სიახლეა – დირექტორი თამარ ბარძიმაშვილის განცხადებით, დისტანციური სწავლების დასრულების შემდგომ, ყველა კლასში, ყველა იმ საგანში, სადაც საჭიროება მოითხოვს დაინიშნება დამატებით უფასო საგნობრივი წრეები მოსწავლეებისთვის.

“იმისთვის რომ, სრულად და მაღალი ხარისხით მოხდეს, იმ პროგრამების აღდგენა, რაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლა დისტანციური სწავლების დასრულების შემდგომ, ყველა კლასში, ყველა იმ საგანში, სადაც საჭიროება მოითხოვს დანიშნავს დამატებით უფასო საგნობრივ წრეებს მოსწავლეებისათვის. ეს წრეები იფუნქციონიერებს ერთი წლის განმავლობაში! ყველა ჩვენს მოსწავლეს მიეცემა საშუალება სრულად განამტკიცოს და გადაიმეოროს ამ სემესტრის მასალა… ამიტომ გთხოვთ, ამ საკითხზე ნუ ინერვიულებთ ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო! გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – ვკითხულობთ სკოლის დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება