GE
18 მაისი, 2020 16:15

სკოლა „ლომისის“ გუნდის წარმატება ერთთვიან შემეცნებით-საგანმანათლებლო კონკურსში „სამართალდამცავი 2“

სკოლა “ლომისი 1-ის” გუნდი LEX LATA (პოზიტიური სამართალი) ჩართული იყო ერთთვიან შემეცნებით-საგანმანათლებლო კონკურსში “სამართალდამცავი 2”. პროექტში მონაწილეობდა VIII-XI კლასის მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებული 50-ზე მეტი გუნდი მთელი საქართველოდან.

“ჩვენი გუნდის წევრებმა: თეიმურაზ ხოჯაშვილმა, თამარ წურწუმიამ, ნიკოლოზ მღებრიშვილმა, ლუკა ფურელიანმა და ლუკა ოქრომელიძემ დაიკავეს გუნდური მეორე ადგილი ძალიან დაძაბულ კონკურენციაში და მიიღეს სამახსოვრო დიპლომები და სხვა საჩუქრები. ხოლო ჩვენი გუნდის კაპიტანი, თეიმურაზ ხოჯაშვილმა გაიმარჯვა ნომინაციაში “პროექტის საუკეთესო კაპიტანი”. პროექტის ორგანიზატორებმა თემო გამოარჩიეს 50-ზე მეტ გუნდის კაპიტანს შორის და გადასცეს საჩუქრები”, – აღნიშნეს სკოლაში.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სამართალდამცავებსა და ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ურთიერთობისა და ნდობის ფორმირება.

პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია PH International-ისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.

Aris.ge - განათლება განათლება