სკოლა ,,ლომისის“ ინტელექტუალური კლუბის გაზაფხულის სერიის ფინალური ეტაპი – სუპერფინალი გაიმართა
სკოლა ,,ლომისის“ ინტელექტუალური კლუბის გაზაფხულის სერიის ფინალური ეტაპი – სუპერფინალი გაიმართა.
მოაზროვნე გუნდი გახლდათ რეიტინგებში ლიდერი გუნდი, გიგი ქალდანის ექვსეული – ,,ტალენტოსა“, რომლის მოაზროვნეებიც გახლდათ ,,ლომისის“ მე-7 ბ კლასის მოსწავლეები: ნინო აკოფაშვილი, ნიკოლოზ ჩიტაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე, გიორგი ხაბეიშვილი, ნიკოლოზ ოქრომელიძე.
- მოაზროვნეებმა თამაში 8/15 ანგარიშით დაასრულეს
- ,,დღის მოაზროვნე“ გახდა – ნინო აკოფაშვილი
- შეკითხვების პაკეტში შემავალი კითხვების ავტორები გახლდათ: ნინო თოდუა, მანანა ამბროლაძე, ნაზი ანდღულაძე, მარი გოგალაძე, მარი სადრაძე, ლევან ლორია, ირმა მეფარიშვილი, თამარ ბარძიმაშვილი, ნოდარ თოთაძე, მარიამ წურწუმია და ვიდეო-შეკითხვის ავტორი: ინტელექტუალური კლუბის: “რა? სად? როდის?” მოაზროვნე, ერთ-ერთი წარმატებული გუნდის კაპიტანი, პროფესიით ექიმი – ანა ბაძაღუა.
პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი მადლიერებას გამოხატავს ქალბატონი ანას მიმართ, ბრწყინვალე და ძალზე საინტერესო შეკითხვისათვის!
- პროექტის ორგანიზატორი და წამყვანი – თაკო წურწუმია
- მენტორი და რედაქტორი – ნოდარ თოთაძე
- პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფა – მარიამ წურწუმია
სკოლა ,,ლომისის“ თვითმმართველობა მადლობას უხდის სკოლა ,,ლომისის” პედაგოგებსა და დირექციას გვერდში დგომისათვის! სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორსა და წამყვანს – თაკო წურწუმიას, პროექტის შესანიშნავი და დახვეწილი ორგანიზებისათვის!
სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის სკოლა ,,ლომისის“ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ – ნოდარ თოთაძეს, მუდმივი გვერდში დგომისათვის, პროექტის ორგანიზებაში დიდი წვლილის შეტანისთვისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის!
განსაკუთრებული მადლობა – მარიამ წურწუმიას, პროექტის ტექნიკურად უზრუნველყოფისა და აქტიური ჩართულობისათვის!
სკოლა ,,ლომისის” მოსწავლეთა თვითმმართველობა მოაზროვნე გუნდსა და პროექტის ნომინაციაში გამარჯვებულს, ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას!