GE
11 ივნისი, 2021 15:08

სკოლა ,,ლომისის“ კიდევ ერთი თაობისთვის დაირეკა ბოლო ზარი

სკოლა ,,ლომისის“ კიდევ ერთი თაობისთვის დაირეკა ბოლო ზარი.

,,მე–12 კლასელებს ვულოცავთ სკოლის წარმატებით დამთვრებას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ბედნიერ მომავალს, მრავალ ლამაზ დღეს. მათი სახით ქვეყანას შეემატოს კეთილშობილი პიროვნებები და კარგი პროფესიონალები. ამ ლამაზ დღეს ვულოცავთ მათ მშობლებს და პედაგოგებს, რომლებმაც ენერგია არ დაიშურეს მათი კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.“ – განაცხადა სკოლის ადმინისტრაციამ.

დღეს სკოლის ეზო აივსო ბევრი ღიმილით, ჟრიამულით, ემოციებით, მოგონებებით, იმედით, ითქვა მადლიერების მრავალი სიტყვა, იყო ბედნიერი სახეები და სიყვარულის ზეიმი.

EDU.ARIS.GE (განათლება)