სკოლა „ლომისის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი
9–11 თებერვალს სკოლა “ლომისის” მე–2ა კლასში, პედაგოგმა ნინო თოდუამ ჩაატარა პრეზენტაცია თემაზე “დედა ისტორია”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები ქართველი მეფეების შესახებ.
ისტორიის პედაგოგი ნ. ანდღულაძე შეეცადა მოსწავლეებს ისტორიის რთული საკითხების აღქმაში დახმარებოდა და სახალისო სავარჯიშოებიც შესთავაზა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ინფორმაციები და დასვეს შეკითხვები.
“პროექტი იყო მოცულობითი და საქართველოს 3 000-წლოვანი ისტორიისთვის ორი გაკვეთლი მცირე აღმოჩნდა. მოსწავლეები მეტად დაინტერესდნენ, ამიტომ გადაწყდა ეს პროექტი და თანამშროლობა გაგრძელდეს, რათა მოვიძიოთ უფრო მნიშვნელოვანი და ასაკის შესაბამისი ინფორმაციები, მოვემზადოთ ისტორიის უფრო რთული გამოწვევების შესასწავლად.
გთავაზობთ მოსწავლეთა ნამუშევრებს ყოველგვარი შესწორების გარეშე. პროექტის მიზანიც ეს გახლავთ, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ზუსტი, საჭირო ინფორმაციის მოძიება და მისი სწორად აღქმა, გაანალიზება, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება და ყოველი თაობა მასში რაღაც ახალს აღმოაჩენს”, – აღნიშნეს სკოლაში.