21 თებერვალი, 2019 14:54
სკოლა “ლომისის” მასწავლებელს ოლიმპიადა “ევერესტის” ორგანიზატორებმა მადლობის სიგელი გადაეცა
“ევერესტის” ოქროს ტურში გამარჯვებულია სკოლა “ლომისის” 3ა კლასის მოსწავლეები: მათე ძამაშვილი, ლიზი გეგენავა და გიორგი კენკებაშვილი.
“მადლობა პედაგოგ ნინო კალანდაძეს, რომელსაც “ევერესტის” ორგანიზატორებმა მადლობის სიგელი გადასცეს. აგრეთვე მადლობა “კინგსის” ფინალური ტურის მონაწილეებს: ანდრია ქარქაშაძეს და ნია ლალიაშვილს. ულევი წარმატებები როგორც პედაგოგს, ასევე მის მოსწავლეებს”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.