GE
26 მარტი, 2018 17:56

სკოლა “ლომისის” მე-2ა კლასი ხელოვნების სასახლეს ესტუმრა

სკოლა “ლომისის” მე-2ა კლასი ესტუმრა ხელოვნების სასახლეს და მონაწილეობა მიიღო საგანმანათლებლო პროგრამაში: “ქართული ანიმაცია-ცოცხალი ფერების საიდუმლო.”

მოსწავლეებმა აღმოაჩინეს მათთვის მანამდე უცნობი ცოცხალი ფერების საიდუმლო, დაათვალიერეს თბილისის ულამაზესი მუზეუმი და მოსიმინეს მისი დაარსების ისტორია. ბავშვებმა იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, ქართულ ანიმაციების ქვეყანაში და ბევრი ამბავი გაიგეს ფილმების შემქმნელებზე. ნახეს ქართული ანიმაციური ფილმი “სიზმარა”, რომლის შემდეგ ჩატარდა პრაქატიკული სამუშაო, ეს ნაწილი მოიცავდა გონების სავარჯიშოს და სახალისო დეტალებს, მოსწავლეებმა თავისი ფანტაზიით დახატეს მულტფილმის გმირები, რომლის გამოფენასაც მოაწყობენ საკუთარ კლასში.

Aris.ge - განათლება განათლება