22 თებერვალი, 2018 10:54
სკოლა “ლომისის” მე-2ა კლასში ჩატარდა შემოქმედებითი და მრავალფეროვანი გაკვეთილი მათემატიკაში
სკოლა “ლომისში” 21 თებერვალს მე-2ა კლასში პედაგოგმა ნინო კალანდაძემ ჩაატარა შემოქმედებითი და მრავალფეროვანი მეთოდებით დაგეგმილი გაკვეთილი მათემატიკაში. მშობელთა ჩართულობამ მეტად გაახალისა სასწავლო გარემო.
“სკოლა “ლომისში” სასწავლო პროცესი მუდამ დატვირთულია ინტეგრირებული და ორიგინალური გაკვეთილებით. ღია გაკვეთილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. ისინი სიხარულით ავლენენ საკუთარ ცოდნას და კარგად ამახსოვრდებათ წარმატებები, შეცდომები, შთაბეჭდილებები. მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მასწავლებლის შეფასება, არამედ მშობლების აზრიც”, – აღნიშნეს სკოლაში.