GE
15 თებერვალი, 2018 10:46

სკოლა “ლომისის” მე-4ბ კლასში ღია, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა

სკოლა “ლომისის” მე-4ბ კლასში ჩატარდა ღია, ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულში, ბუნებასა და ისტორიაში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე.

პედაგოგი, მარი გაჩეჩილაძე, მოსწავლეებს დაეხმარა პოეზიის, საქართველოს წარსულისა და სამშობლოს ბუნების უკეთ აღქმასა და გააზრებაში.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინტეგრირებულმა გაკვეთილმა გამოავლინა მოსწავლეთა სხვადასხვა ნიჭი და შესაძლებლობები. ისინი უკვე ფლობენ იმ ძირითად ინფორმაციას, რომელიც გაუადვილებთ დასკვნების გამოტანას ისტორიული ძეგლების და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების დროს.

ამ გაკვეთილმა ხელი შეუწყო მათ მომავალ კომპეტენტურ დამთავლიერებლად და შემფასებლად ჩამოყალიებას.

Aris.ge - განათლება განათლება