11 ოქტომბერი, 2019 15:47
სკოლა “ლომისის” მე-7 კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია “ქვის ხანის ადამიანის ხელოვნება და უძველესი წარმოდგენები”
სკოლა “ლომისის” მე-7 კლასში, ისტორიაში ჩატარდა ჯგუფური პრეზენტაციები თემაზე “ქვის ხანის ადამიანის ხელოვნება და უძველესი წარმოდგენები”.
მოსწავლეებმა შესწავლილი და დამატებით მოძიებული მასალების დახმარებით შექმნეს ქვის ხანის არტეფაქტების მსგავსი პროდუქცია პლასტელინის, საღებავების, ფორმატის ფურცლების, ნიჟარებისა და სხვა მასალების გამოყენებით.
პედაგოგი: ნოდარ თოთაძე