13 ივნისი, 2019 13:01
სკოლა “ლომისის” მე–2 კლასელებმა მე–3 კლასში გადასვლა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
სკოლა “ლომისის” მე–2 კლასელებმა მე–3 კლასში გადასვლა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის დირექტორმა, ქალაბატონმა თამარ ბაძიმაშვილმა მოსწავლეებს მიულოცა კიდევ ერთი წარმატებული სასწავლო წლის დასრულება და სამომავლოდ წარმატებები უსურვა, ასევე კლასის დამრიგებელს, ნინო თოდუას, მადლობა გადაუხადა წლის განმავლობაში ჩატარებული მარავალი საინტერესო ღია გაკვეთილის, ღონისძიების და პროექტისთვის. ქალბატონმა თამარმა მშობლებს მადლობა მოახსენა თანადგომისა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის.