სკოლა “ლომისის” მე–3 კლასელებმა დაწერეს ზღაპარი, გააფორმეს ილუსტრაციებით და პირველად შექმნეს საკუთარი ხელნაწერი წიგნები. პედაგოგის თქმით, მათ არასდროს დაავიწყდებათ ის, ემოცია, რაც პირველი წიგნის შექმნას მოჰყვა.
ზღაპრებისა და წიგნის სამყაროში მოგზაურობის ეს იდეა მათ დამრიგებელს, თეა ქვრივიშვილს ეკუთვნის. წინასაახალწლო განწყობა 21 დეკემბერს განსაკუთრებით გაალამაზა პატარა, ხალისიანმა მოთხრობებმა.