GE
16 ოქტომბერი, 2019 13:12

სკოლა “ლომისის” მე–3 კლასმა სარკინეთი და მზოვრეთი მოინახულა

13 ოქტომბერს სკოლა “ლომისი 1-ის” მე–3 კლასმა მოინახულა სარკინეთი და მზოვრეთი. ღონისძიება დაგეგმეს პედაგოგებმა ნინო თოდუამ და ილონა იაკოვლევამ.

ისტორიული მხარის დათვალიერებასთან ერთად მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც მონაწილეობდნენ. შუა საუკუნეების ციხე–დარბაზების, ტაძრებისა და სტრატეგიული სიმაღლეების დათვალიერებამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მრავალსართულიანი კოშკების აგებისა და მშენებლობის თავისებურებებზე მოსწავლეებს ესაუბრა ნინო თოდუა. მასწავლებლის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ მრავალი შეკითხვა წარმოშვა, რაც მოსწავლეთა ინტერესით იყო გამოწვეული.

Aris.ge - განათლება განათლება