18 დეკემბერი, 2018 17:43
სკოლა “ლომისის” მე–7 კლასელებმა ისტორიაში შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს
12 დეკემბერს სკოლა “ლომისის” მე–7 კლასელებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს განვლილი მასალისა და დამატებით მოძიებული ინფორმაციების გამოყენებით. პედაგოგი ნოდარ თოთაძე მოსწავლეებს დაეხმარა ისტორიის ამ რთული თემების ათვისებაში:
- ნორმანები და სკანდინავიური ეპოსი.
- ისლამი – არაბები (ომაიანები და აბასიანები).
- ფრანკთა სამეფო (მეროვინგების და კაროლინგების მმართველობა).
- ხალხთა დიდი გადასახლება და რომის დაცემა.
- ბიზანტია მე-6 საუკუნეში, იუსტინიანე პირველი.