სკოლა “ლომისის” მეორკლასელები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ
სკოლა “ლომისის” მე-2ა კლასი პედაგოგ ნინო კალანდაძის ხელმძღვანელობით ესტუმრა ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს. მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე 3 დარბაზს მოიცავს.
მოსწავლეებმა პირველ დარბაზში დაათვალიერეს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების, ქართული ხალხური შემსრულებლობის ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია. მეორე დარბაზში მათ ნახეს აღმოსავლურ საკრავთა ნიმუშები, მესამე დარბაზში დავათვალიერეთ ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავები.
მოსწავლეებმა მოისმინეს მუზეუმის ფონდში დაცული ძველი ფოლკლორული ჩანაწერები. დაათვალიერეს ფოტო-ფონო-აუდიო მასალა.
ამგვარი შემეცნების შედეგად მოსწავლე კარგად და დიდი ხნით იმახსოვრებს იმას, რაც არსებითია და მას შეუძლია მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება. მნიშვნელოვანია თვალსაწიერის გაფართოება და აზროვნების განვითათარება. საინტერესო იყო შთაბეჭდილებების გაზიარების პროცესი.