25 აპრილი, 2019 13:15
სკოლა “ლომისის” მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ
საერო საშუალო სკოლა “ლომისი 1–ის” მე–12 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. ესწრებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნის განხილვას.
ექსკურსია მოეწყო საქართველოს პარლამენტის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით.
მათ ისტორიის პედაგოგდთან ნ. ანდღულაძესთან ერთად დაათვალიერეს პარლამენტის ისტორიული შენობა.
პარლამენტის თამშრომელმა, ქალბატონმა მანანა ბაკურაძემ დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია პირველი რესპუბლიკის, საპარლამენტო მუშაობის, 1919 წლის პირველი არჩევნების შესახებ.
სკოლა “ლომისი” მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს და ვიზიტორთა პროგრამის წარმომადგენლებს საინტერესო ღონისძიებისთვის.