18 ივნისი, 2020 14:35
სკოლა „ლომისის“ მოსწავლეების მონაწილეობით ონლაინ კონფერენცია ჩატარდა
სკოლა “ლომისის” მე-9ა და მე-9ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ონლაინ-კონფერენცია თემაზე “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წ.”
პროექტის ორგანიზატორები ისტორიის პედაგოგები: ნაზი ანდღულაძე და ნოდარ თოთაძე. მოსწავლეებმა (ლიზი ცინდელიანი, ელენე ქარქაშაძე, ალინა რუდაჩინსკი, ანა ჭიპაშვილი, გვანცა გელენიძე, ლუკა ფურელიანი, თეიმურაზ ხოჯაშვილი, თამარ წურწუმია, ანუკი ამირიძე, დაჩი ბორცვაძე, ნიკოლოზ მღებრიშვილი, ლიზი მენაღარიშვილი, ლუკა ოქრომელიძე) წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სერტიფიკატებით.