28 მაისი, 2020 14:33
სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა 26 მაისს ემოციური პრეზენტაციები მიუძღვნეს
სკოლა “ლომისის” მე–6ა კლასის მოსწავლეებმა 26 მაისს მიუძღვნეს ემოციური პრეზენტაციები და ჩაატარეს კვლევა. ინტეგრირებულ გაკვეთილზე გააცოცხლეს ისტორიული ფაქტები და წარმოადგინეს ისტორიკოსების შეფასებები. წაიკითხეს რამდენიმე ლექსი ეროვნული გმირების და საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ.
მათ მეტად გააზრებულად და საინტერესოდ წარმოაჩინეს მაშინდელი დაძაბული პოლიტიკური ვითარება, რაც ზრდასრულებისთვისაც კი საკმაოდ რთულია. პედაგოგებისგან (ფილოლოგი მ.გოგალაძე, ისტორიკოსი ნ. ანდღულაძე) მოსწავლეებმა განსაკუთრებით მაღალი შეფასება მიიღეს.