GE
28 მარტი, 2019 13:00

სკოლა “ლომისის” მოსწავლეებმა ბოტანიკურ ბაღში პრეზენტაცია გამართეს

სკოლა “ლომისის” მე–8 ბ. კლასის მოსწავლეებმა ბოტანიკურ ბაღში პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციის თემა “ნიადაგის განაყოფიერება” იყო.

ქიმიის პედაგოგის თეა გვარჯალაძის და გეოგრაფიის პედაგოგის მარი სადრაძის დახმარებით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს, ვიდრე მათ სახელმძღვანელო სთავაზობდა. თ. წურწუმიამ დაამზადა ბაღის მოდელი. მოსწავლეებმა დაწვრილებით ისაუბრეს ნიადაგის ორგანულ ნაწილებზე, მის ცოცხალ შემადგენლობაზე და მიკროორგანიზმებზე.

Aris.ge - განათლება განათლება