6 ნოემბერი, 2020 16:25
სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა დისტანციური გამოფენა „შემოდგომის ფერები“ მოაწყვეს
ხელოვნება და გამოფენები განსაკუთრებით ალამაზებს ე.წ. „დისტანციურ სემესტრს“.„შემოდგომის ფერები“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა დისტანციურად მოაწყვეს.
“სკოლა „ლომისი 1“ ყოველთვის გთავზობდათ ხელოვნების პედაგოგის, მანანა ამბროლაძის ხელმძღვანელობით საინტერესო გამოფენებს, ამჯერად ვირტუალური გამოფენა უკვე მესამედ მოეწყო და ყოველ წელს ჩვენი მოსწავლეების 100–ზე მეტი ნამუშევარია ხოლმე წარმოდგენილი. სასწავლო წლის დასრულებამდე კიდევ ბევრი ნამუშევარი და პროექტი გამოქვეყნდება”, – გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში.