სკოლა “ლომისის” მოსწავლეებმა ერთი დღე სულხან–საბა ორბელიანის სამშობლოში გაატარეს
სკოლა “ლომისის” მე-4ბ კალსის მოსწავლეებმა ერთი საინტერესო დღე გაატარეს სულხან–საბა ორბელიანის სამშობლოში. ტანძიაში, ლიტერატურულ მუზეუმში, საინტერესო გარემოში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი განსაკუთრებით მდიდარი იყო შთამბეჭდავი თვალსაჩინეობებით. სულხან–საბას იგავების პერსონაჟები უფრო ახლობელი გახდა მოსწავლეებისთვის.
შემეცნებითი ვიზიტის მარშრუტით ბოლნისის სიონი– დმანისი–ტანძია მოსწავლეებს თვალწინ წარმოუდგათ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები.
მიწაში დამარხული საიდუმლოების და არქეოლოგიური ძეგლების მონახულებამ გაამდიდრა მოსწვლეთა თვალსაწიერი საკუთარი ქვეყნის ისტორიის შესახებ.
პედაგოგმა მარი გაჩეჩლაძემ მოსწვალეებს აჩვენა ბოლნისის სიონის ქართული წარწერა, რომლის შესახებაც გაკვეთილებზე ბევრი უსაუბრია. ამ შემეცნებით ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებისთვის ეროვნული საგანძურის მნიშვნელობა უფრო ნათელი და გასაგები გახდა.