GE
5 ნოემბერი, 2018 17:01

სკოლა “ლომისის” მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს

3 ნოემბერს სკოლა “ლომისის” მეორე კლასის მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს, დაათვალიერეს საქართველოს კუთხეები. დაესწრნენ ლურსმნისა და ყადაღის გამოჭედვის პროცესს, იმუშავეს თიხაზე და გამოძერწეს თიხის ნივთები. საკუთარი თვალით იხილეს ის მასალა, რომელზეც მათი პედაგოგი ნინო თოდუა კლასში უყვებოდა.

შემოდგომის საქართველოს დათვალიერებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე, რომელთაც ჯერ კიდევ არ უმოგზაურიათ საქართველოს ყველა კუთხეში. ახლა მათ უკვე აქვთ პირველი ინფორმაცია საკუთარი ქვეყნის მხარეების ტრადიციებისა და ჩვეულებების შესახებ.

Aris.ge - განათლება განათლება