19 აპრილი, 2019 12:46
სკოლა “ლომისის” მოსწავლეებმა პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” მიიღეს მონაწილეობა
სკოლა “ლომისის” გუნდმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო-ინტელექტუალურ პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”.
კონკურსი ტარდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და მიიღეს მონაწილეობა კონკურსში რა? სად? როდის?