25 მაისი, 2020 17:42
სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა ქართული რადიოს 95-ე წლისთავი აღნიშნეს
სკოლა “ლომისის” მე–2ა და მე–4ა კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს ქართული რადიოს 95-ე წლისთავი. მასობრივი ინფორმაციის ამ საშუალების ისტორიისა და წარსულის შესახებ შეაგროვეს ინფორმაციები, შემდეგ ამ მასალის საფუძველზე პედაგოგის, მარი გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით ვიდეო–ფილმი შექმნეს.