11 თებერვალი, 2020 16:02
სკოლა „ლომისის“ მოსწავლეებმა თემაზე „კაცია ადამიანი?!“ დისკუსია მოაწყვეს
სკოლა „ლომისის“ მე–4ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგთან, მარი გაჩეჩილაძესთან ერთად ნახეს ქართული ფილმი “კაცია ადამიანი?!”. შემდეგ გაკვეთილზე, საგანში “მე და საზოგადოება,” ფილმი განიხილეს და განხილვა დისკუსიაში გადაიზარდა. დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე:
- რა პრობლემაა ფილმში წარმოდგენილი?
- რა ემოცია გამოიწვია შენში ფილმმა?
- ელოდი თუ არა ასეთ დასასრულს?
- შეცვლიდი თუ არა დასასრულს?
- შენ რომ ,,კაცია ადამიანს?!”
- ქმნიდე როგორი სიუჟეტი ექნებოდა მას?
- ვინ იქნებოდნენ პერსონაჟები?
- რა პრობლემა ექნებოდათ მათ?
მოსწავლეებმა ფილმის მიმდინარეობის დროს ჩაინიშნეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც მათი აზრით, სიბრძნეს გამოხატავდა, შემდეგ საკუთარი აზრი გამოთქვეს ფილმის და მისი პერსონაჟების შესახებ.