სკოლა ,,ლომისის” მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა
9 ივნისს სკოლა ,,ლომისი 1-ის” მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისათვის.
30 მაისს დაიწყო პროექტისათვის მზადება: ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს პროქტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, გადანაწილდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარეებში.
პროექტის ფარგლებში, 1 ივნისს ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: ,,სასამართლო უნარ-ჩვევები და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი”. ტრენინგზე მოსწავლეები გაეცნენ სასამართლო პროცესის უნარ-ჩვევებსა და ნაფიც მსაჯულთა ფსიქოლოგიას.
პროექტის ორგანიზატორები გახლდათ – თაკო და მარიამ წურწუმიები.
ტრენერი, მენტორი და მოსამართლე: მოქმედი ადვოკატი, პროკურორი, გამომძიებელი და ფსიქოლოგი – გიორგი მათიაშვილი.
გაეცანით მხარეების შემადგენლობას:
ბრალდების მხარე – პროკურორები:
- ლიზი ცინდელიანი
- დაᲩი ბორცვაᲫე.
მოწმეები:
- ნიკოლოზ ტაბახმელაᲨვილი,
- ლიკა მახარაᲨვილი.
დაცვის მხარე – ადვოკატები:
- ანანო აფციაური,
- ელენე ქარქაᲨაᲫე.
მოწმეები:
- ნიკოლოზ ოქრომელიᲫე,
- მარიამ მექვაბიᲨვილი.
საქმეს განიხილავდნენ ნაფიცი მსაჯულები:
- ირაკლი ბუთბაია,
- ნიკოლოზ აბრამიᲫე,
- ლუკა ლომიᲫე,
- ნუკი ამირიᲫე,
- ნინო ალბექიონი,
- ნოდარ თოთაძე,
- ნაზიბროლა ანდღულაძე,
- მარი სადრაძე,
- მარი გოგალაძე.
სასამართლო პროცესის ძირითადი ნაწილის წარდგენის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ვირტუალურ ოთახში მიიღეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გამოიტანეს საბოლოო ვერდიქტი.მსჯელობის შემდეგ, ხმები გაიყო 6-3.
საბოლოო ვერდიქტის მიხედვით, ბრალდებული არ იცნო დამნაშავედ.
სასამართლო პროცესში გაიმარჯვა – დაცვის მხარემ, რომელიც დასრულდა ბრალდებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით სასამართლო დარბაზიდან!
პროცესის დასრულების შემდეგ, ბატონმა გიორგიმ ადვოკატებსა და პროკურორებს საჩუქრად გადასცა ,,კავკასიის სამართლის აკადემიის” კურსის სასწავლო ვაუჩერი.
სკოლა ,,ლომისი 1-ის” მოსწავლეთა თვითმმართველობა მადლობას უხდის დებ წურწუმიებს ძალზედ საინტერესო, მნიშვნელოვანი, ინფორმაციული და შემეცნებითი პროექტის ორგანიზებისათვის! ასევე, ბატონ გიორგის პროექტში აქტიურად ჩართულობისთვის, გაწეული შრომისათვისა და სასიამოვნო საჩუქრებისათვის! თვითმმართველობა მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აქტიური ჩართულობისთვის, გაწეული შრომისთვისა და საინტერესო სასამართლო პროცესისათვის.
სკოლა ,,ლომისი 1-ის” მოსწავლეთა თვითმმართველობა ულოცავს გამარჯვებულ მხარეს სამართლის სფეროში პირველ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს!