GE
1 მარტი, 2018 17:18

სკოლა “ლომისის” პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად 1-ლი მარტი ფერად დღესასწაულად გადააქციეს

სკოლა “ლომისის” პირველი კლასის პედგოგმა ნინო თოდუამ და სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელმა მანანა ამბროლაძემ 1-ლი მარტი ფერად დღესასწაულად გადააქციეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მთელ სკოლას ჟრიამულით ახარეს გაზაფხულის მოსვლა. ყველა კლასის კარი შეაღეს და ყვავილებით, ლექსებით, მხიარული სიმღერებით აავსეს დერეფნები.

სკოლის ინფორმაციით, ცალკე სანახაობად იქცა გაზაფხულის ხალისიანი პალიტრით აფერადებული მე–2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასის ოთახები, რომლებიც მოსწავლეებმა მასწავლებლებთან (თ. ქვრივიშვილი, მ. გაჩიჩეჩილაძე, ნინო კალანდაძე, ს. ბარბაქაძე, ნ. ჯალაღონია, ი.მეფარიშვილი) ერთად საკუთარი ხელით მორთეს.

სკოლა “ლომისი” ამ ლამაზი დღისთვის მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, კლასის დამრიგებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

Aris.ge - განათლება განათლება