GE
13 თებერვალი, 2018 15:19

სკოლა “ლომისის” პირველ კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი “გეომეტრიული ხელოვნება” ჩატარდა

სკოლა “ლომისი 1”-ის პირველ კლასში ჩატარდა განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ხელოვნებაში.

სკოლის ინფორმაციით, პედაგოგები ნინო თოდუა და მანანა ამბროლაძე მუდამ ცდილობენ პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო იყოს სიახლეებითა და აღმოჩენებით სავსე. გეომეტრიული ფიგურების და ხელოვნების სამყაროში გატარებული 45 წუთი, ზღაპრული და იმავე დროს ნაყოფიერი გამოდგა.

Aris.ge - განათლება განათლება