GE
31 მაისი, 2019 14:54

სკოლა “ლომისის” წარმომადგენლები წალკის №1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ

სკოლა “ლომისში ” მიმდინარეობს კვირეული ” მე მიყვარს საქართველო,” რომელიც ორშაბათს, 27 მაისს ტიციან ტაბიძისა და “ცისფერყანწელების” შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიებით გაიხსნა.

საქართველოს სიყვარული უპირველესად თანამემაულის სიყვარულს ნიშნავს, ამიტომ 29 მაისს სკოლის დირექტორი, ქალბატონი თამარ ბარძიმაშვილი, სკოლის თვითმმართველობის წევრები, მოსწავლეები და პედაგოგები ძირძველ მხარეს, სამხრეთ საქართველოს, თრიალეთს და წალკის რაიონს ესტუმრნენ. დაუმეგობრდნენ წალკის №1 საჯარო სკოლას, სადაც მათ სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ბერიანიძემ, მისმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გუთბილი მასპინძლობა გაუწიეს. შეხვედრის დროს ყველამ იგრძნო ერთიანობის ძალა, რამდენი კეთილი საქმის გაკეთება შეუძლია ერთი პროფესიის ადამიანებს ერთად, როგორ სჭირდებათ სკოლებს ურთიერთმხარდაჭერა და რამდენი რამე აქვთ გასაზიარებელი.

სტუმრებმა მასპინძელ სკოლას საჩუქრად გადასცეს ქართველთა უდიდესი საუნჯე „ ვეფხისტყაოსნი,“ გაიმართა სკოლა „ლომისის“ მოსწავლეთა მიერ საზოგადოების თანამდეროვე პრობლემებზე გადაღებული საკონკურსო ფილმების ჩვენება და განხილვა, ოფიციალურ საუბარს შემდეგ შემოქმედებითი ნაწილი დაერთო და ორივე მხარემ წარმოაჩინა თავისი სკოლა.
მასპინძლებმა სტუმრებს გააცნეს სკოლის ისტორია და წარსული. ისაუბრეს თავის წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე. მოსწავლეები იქვე დამეგობრდნენ და ერთმანეთს გაუცვალეს საკონაქტო მონაცემები.

შემოდგომაზე საერო სკოლა „ლომისს“ ეწვევიან წალკის №1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები და ეს მეგობრობა უფრო გამყარდება. ქალბატონ თამარ ბარძიმაშვილს მიაჩნია, რომ რეგიონის სკოლისთვის თბილისიდან მხარდაჭერა და ყურადღება კარგი სტიმული და მოტივაციაა, ხოლო ჩვენი მოსწავლეებისთვის უფრო ნათელი გახდება რეგონის მოსწავლეთა პრობლემები, უკეთ გაიცნობენ საქართველოს ამ მხარეს,ძირძველ თრიალეთს, რომელიც მათმა უმრავლესობამ ალბათ პირველად ნახა.

სკოლა „ლომისი” მადლობას უხდის წალკის №1 საჯარო სკოლას მასპინძლობისათვის და ელოდება თბილისში შემდგომი თანმშრომლობის გასაგრძელებლად.

 

Aris.ge - განათლება განათლება