GE
22 ივნისი, 2018 14:19

სკოლა “ლომისის” წლის გამოსაშვებ ღონისძიებას დეპუტატი გულია გოცირიძე დაესწრო

დეპუტატი გულია გოცირიძე გლდანის რაიონში არსებულმა კერძო სკოლამ ,,ლომისმა” წლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც ალ. ახმეტელის სახელობის თეატრში ჩატარდა.

ღონისძიება გაიმართა ორ მოქმედებად. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო ო’ჰენრის ,,მწვანე ფოთოლი”. მეორე ნაწილი კი დაეთმო სიმღერებსა და ცეკვებს, რომლებიც მოსწავლეებმა შეასრულეს. დეპუტატი მიესალმა სკოლის დირექტორს, მის აღსაზდელებს და შემდგომი წარმატებები უსურვა.

Aris.ge - განათლება განათლება