26 თებერვალი, 2019 11:06
სკოლა “ლომისიში” საბჭოთა ოკუპაციის დღე ყველა კლასმა აღნიშნა
სკოლა “ლომისიში” 25 თებერვლის აღნიშვნა დილიდანვე დაიწყო. პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებმა დერეფანში სიმბოლურ მემორიალთან გაიხსენეს სამშობლოსათვის დაღუპული გმირები.
ისტორიკოსებმა ნ. ანდღულაძემ და ნ. თოთაძემ მათ 1921 წლის მოვლენების მთავარი მონაწილეები და წარსულის ქრონიკა გააცნეს, მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური მასალა და ფილმები. შემდეგ უფროსმა თაობამ, მაღალი კლასის მოსწავლეებმა, უფრო პატარებს აუხსნეს ამ დღის მნიშვნელობა. უპასუხეს მათ კითხვებს, რომელთაც განსაკუთრებით აინტერესებდათ ვინ იყვნენ ფოტოებზე გამოსახული და რატომ ეწერა მათი სახელები სიმბოლურ ქვებზე.
ხსოვნის დღე აღნიშნა ყველა კლასმა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.